რეზონანსი
24.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 227 ადამიანის ტესტირების შედეგად, 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი" ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 97 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 7-ის მდგომარეობა მძიმეა, 33-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.

შესაბამისად, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 1177-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 360 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 8 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×