რეზონანსი
24.09.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესზე დაზარალებულ იაკობ ბრეგვაძის მოწმის სახით დაკითხვა დასრულდა.

ბრეგვაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში კითხვებს 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ჩვენების მიცემის შემდეგ ფოტოგრაფმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მან ყველა კითხვას გასცა პასუხი.

„კითხვებს ვუპასუხე, ძალიან ბევრი ერთნაირი შეკითხვა იყო, იმასაც ვუპასუხე", -განაცხადა ბრეგვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×