
შანსი არის, რომ ახალი შემთხვევები ნელ-ნელა შემცირდეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
„აუცილებელია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები და დაემორჩილონ იმ რეგულაციებს, რაც ამ ეტაპისთვის არსებობს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდეს", - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
მისივე თქმით, ორსულებში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს.
„ორსულებში კორონავირუსი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, თუმცა ეს კონტიგენტი მაინც ინტენსიურ მონიტორინგს და მეთვალყურეობას საჭიროებს. მსოფლიოში არის იმის სტატისტიკა, რომ ახალშობილი დედისგან ინფიცირდება, ამიტომ აუცილებელია, როდესაც მშობიარობა ორსულის ინფიცირებას დაემთხვა, ახალშობილი უნდა შეამოწმონ", - განაცხადა ინფექციონისტმა.