რეზონანსი
23.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან - 165 აჭარას, 34 კი თბილისს უკავშირდება. ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა რეგიონზე ნაწილდება.

„აჭარაში გამოვლინდა 165 შემთხვევა, თბილისში – 34, რუსთავში – ოთხი, იმერეთში – 14 , აქედან ორი თერჯოლაში და 12 ქუთაისში, გურიაში – ოთხი, აქედან ერთი - ლანჩხუთში, სამი - ოზურგეთში, ერთი - დუშეთში, ორი - ზუგდიდში“, – აღნიშნა ენდელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×