რეზონანსი
21.09.2020

სატელიტით გადაღებული ფოტოების ავთენტურობა საეჭვოა,  რადგან დამოტანჟებულს ჰგავს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარმა, ბაჩანა ლობჟანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია Google-ის  მეშვეობით იპოვოს სატელიტით გადაღებული ფოტოები.

ლობჟანიძისთვის საეჭვოა, საიდან აღმოაჩინა დავით ფურცხვანიძემ ის ფოტომასალა, რომელიც Google-შიც კი  არ იძებნება.

„ჩემთვის საეჭვოა როგორ აღმოჩნდა, სატელიტით გადაღებული ის მასალა დავით ფურცხვანიძის ხელში, როდესაც თავად Google-შიც კი არ იძებნება ის დღეები, როდესაც თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარდა.

თავიდანვე ვამტკიცებდი, რომ ეს ფოტო მასალა არაავთენტური იყო და ამაში ახლა ყველანი დავრწმუნდით“. - განცხადა ლობჟანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×