რეზონანსი
21.09.2020

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის სტა­ჟი­რე­ბა საფ­რან­გეთ­ში იმი­ტომ, რომ ორი სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ორი­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც თა­მარ­მა სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გავ­ლე­ნი­სა და კონ­ტრო­ლის ქვეშ არის", - ამის შე­სა­ხებ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მის ერთ-ერ­თმა ფი­გუ­რატ­მა, "უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თა­მა­რის სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ო­დი სა­ინ­ტე­რე­სო მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გახ­და.

"თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მით გა­მიზ­ნუ­ლად არა­სო­დეს და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ. ეს არის ეპი­ზო­დი იმ დიდი საქ­მის, რო­მელ­საც მე და ჩემი კო­ლე­გე­ბის სტრუქ­ტუ­რა ვი­ძი­ებთ. საქ­მე ეხე­ბა მას­შტა­ბურ ფი­ნან­სურ თაღ­ლი­თო­ბას, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას, რო­მელ­შიც გა­რე­უ­ლია სამ­ხრეთ კავ­კა­სია თა­ვი­სი ყვე­ლა ქვეყ­ნით და აქ სა­ქარ­თვე­ლო­საც უჭი­რავს გარ­კვე­უ­ლი როლი. ამ საქ­მე­ში ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ფი­გუ­რან­ტი გახ­ლავთ აბ­რა­ჰამ რე­იხ­ბა­ხი, რომ­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სი 6-7 წლის წინ გაჩ­ნდა და რაკი რე­იხ­ბახს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი აქვს და კომ­პა­ნია "ზაგი" პირ­და­პირ არის მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და რად­გან თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და და შემ­დეგ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში მოხ­და, ჩემი ინ­ტე­რე­სი გად­მო­ვი­და კონ­კრე­ტუ­ლად თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ზე. თა­მა­რი იყო შე­ხე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან და სე­რი­ო­ზულ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­თან. თა­მა­რი გახ­ლდათ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მისი ძი­რი­თა­დი პრო­ფი­ლი გახ­ლდათ ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­ტე­მა­ტი­ზე­ბა, და­ლა­გე­ბა და ანა­ლი­ზის­თვის გამ­ზა­დე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ე­ხე­ბო­და დიდ მო­ნა­ცემ­თა სის­ტე­მებს, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი ანა­ლი­ზის­თვის", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

რო­გორც და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, სა­ტე­ლი­ტის ფო­ტო­ე­ბის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, რომ ეს ფო­ტო­ე­ბი არის ყალ­ბი, ძა­ლი­ან მალე უპა­სუ­ხებს."რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა პა­სუ­ხის პა­სუ­ხი, სა­დაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ ეს არ არის ექ­სპერ­ტი­ზის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პა­სუ­ხი და ასე­ვე, ჩვენ ძა­ლი­ან მალე და­მა­ტე­ბით სხვა თა­ნამ­გზავ­რე­ბი­დან გვექ­ნე­ბა იმ ად­გი­ლის კად­რე­ბის დუბ­ლი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფურ­ცხვა­ნი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძემ თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატს იმ ად­გი­ლის სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­დას­ცა, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტი იპო­ვეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით ფურ­ცხვა­ნი­ძე მა­გის­ტრი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე გა­მო­ი­კი­თხა, თუმ­ცა გა­მო­კი­თხვით გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ და­ად­გი­ნა, თუ ვინ მის­ცა მას სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი.

სრულად იხილეთ: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×