
დაავადებათა კონტროლის სამსახურის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა.
ქალი ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით აფხაზეთიდან გადმოიყვანეს და პაციენტის მდგომარეობა მაშინვე მძიმე იყო.
„ეს პაციენტი გადმოყვანილი იყო აფხაზეთიდან. როცა გადმოიყვანეს, უკვე იყო ძალიან მძიმე, საჭიროებდა მართვით სუნთქვას. როგორც ინფორმაცია გვაქვს, კორონავირუსი დადასტურებული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე. რაც შეიძლება გაკეთებულიყო, პაციენტის სიმძიმიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა გაკეთდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, - განაცხადა გოჩა გიორგაძემ.
გარდაცვლილი პაციენტი 60 წლის იყო.