
ის, რომ ერთ დონეზე რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, სტაბილიზაციის მაჩვენებელია, ლოკალიზაციისკენ მივდივართ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.
როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, აჭარის გარდა, „ცხელ“ წერტილებში ლოკალიზაცია-ლიკვიდაციას ალბათ, ხანმოკლე პერიოდი ეყოფა.
„ერთ დონეზე რომ რჩება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა, ეს არ არის ცუდი. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი და იმედია, რომ ყველაზე „ცხელ“ რეგიონში, აჭარაში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით, ერთიდაიგივე ციფრებია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ მალე ლიკვიდაცია მოხდება. დანარჩენი „ცხელი“ წერტილები თქვენ ხედავთ, რომ არ არის ძალიან დიდი რაოდენობით და მათ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციასაც ალბათ ეყოფა ხანმოკლე პერიოდი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.