
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ.
„ერთ დონეზე რომ რჩება, ეს ცუდი არ არის. ეს არის სტაბილიზაციის მაჩვენებელი.
ყველაზე ცხელ რეგიონში - აჭარაში, ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით, ერთი და იგივე ციფრი ფიქსირდება.
ეს იმის მაჩვენებელია, რომ ლოკალიზაციისკენ მივდივართ. იმედია, რომ ალბათ, მალე ლიკვიდაცია მოხდება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, დანარჩენ რეგიონებში ლიკვიდაციას ალბათ ხანმოკლე პერიოდიც ეყოფა.