
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარაში დაფიქსირდა, 30 - თბილისში.
19 - ქუთაისი, სამეგრელო ზემო სვანეთი - 6, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 1, გურია - 4, მცხეთა მთიანეთი - 2, კახეთი - 1.
ამის შესახებ ინფექციურის სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 43 პროცენტს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, კოვიდცენტრებსა და მკურნალობისთვის განკუთვნილ სასტუმროებში 1981 პაციენტია მოთავსებული, აქედან 836 არის კოვიდცენტრებში, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე და 80-მდე მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და მსუბუქია.