რეზონანსი
20.09.2020

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ოქროს ბირჟასთან“ დაკავშირებული, ინფიცირებულთა ჯგუფი გაიზარდა.

სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლის“ ტერიტორიაზე განთავსებულ ამ სივრცეში დასაქმებული 5 ადამიანი კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში შეიყვანეს.

„კლინიკის სტაციონარში 79 პაციენტი მკურნალობს. კრიტიკულად მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა. დღეს ველოდებით გამოჯანმრთელებაზე 4 ბავშვის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს, ხოლო სასტუმროში, კარანტინში გადავა მსუბუქი სიმპტომის მქონე რამდენიმე პაციენტი“, - აცხადებს „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

საქართველოში, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 19 - ქუთაისში გამოვლინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×