
გიორგი ხუმარაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელმაც ორი დღის წინ თიანეთში თვითმკვლელობა სცადა, მძიმეა.
გიორგი ხუმარაშვილის დედის, ნენე ხარხელაურის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას მის შვილსა და სოფლის რწმუნებულს, ზურაბ ბექაურს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა.
მისვე თქმით, ზურაბ ბექაური გიორგი ხუმარაშვილს სთოვდა, თამაზ მეჭიაურის გადაადგილების მარშრუტისა და შეხვედრების შესახებ ინფორმაციას სთხოვდა. ნენე ხარხელაურის განცხადებით, რწმუნებულს მისი შვილისგან მიღებული ინფორმაციის გამოყენება „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სასარგებლოდ სურდა.
თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისში იმფებოდა და მის ყოფილ მძოლთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არ ვიცოდი, რომ ზურაბ ბექაური ინტერესდებოდა ჩემ შესახებ ინფორმაციებით. გიორგის დედისგან გავიგე. შოკისმომგვრელია ჩემთვის. ბექაური რამდენად იყო ჩართული, არ ვიცი, მაგრამ ჩემი თანაგუნდელების იმ ნაწილზე, რომლებიც ადრე „ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, მერე სხვადასხვა პარტიებში გადავიდნენ და ბოლოს ჩემთან მოხვდნენ, ამ ნაწილზე აშკარად მიდიოდა მუშაობა.
ჩემზეც იყო შანტაჟის მცდელობა როცა, ერთერთმა მათგანმა ჩემი გარემოცვიდან მოინდომა ჩემი დაშანტაჟება, რომ თუ არ დავტოვებდი მერის პოზიციას, გამომიქვეყნებდნ რაღაც კომპრომატებს. ეს მცდელობა ჩემზეც იყო და არ ვიცი, მასზეც თუ ჰქონდათ რამე", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინიტსრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლეობამდე მიყვანას გულისხმობს.