
„სცენიდან ტრიბუნაზე რატომ უნდა გადავიდე, ვერ ვხვდები. ქვეყნის ტკივილს რაც შეეხება, არა მგონია, მე რამის გამოსწორება შევძლო", - ამის შესახებ განცხადებას მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ჩხეიძე აკეთებს.
„პოლიტიკაში ბევრი სიბინძურეა. კლანებია, შიდა ბრძოლები მიმდინარეობს... მე რაც შემიძლია, ის მინდა ვაკეთო და ვეცდები, ჩემი საქმე კარგად გამომივიდეს. ტელევიზორსაც არ ვუყურებ, რომ ნერვები არ მოვიშალო, რადგან რასაც ვისმენ, ბევრ რამეს არ ვეთანხმები.
ძალიან მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ სხვაგან ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია. აქ მაქვს ჩემი საქმე და ოჯახიც აქ მყავს. ჩემი საქმის გარეშე ვერ ვძლებ, სადღაც დიდ-ხანს ყოფნა და დასვენებაც მბეზრდება. დასასვენებლად წასვლას ფესტივალზე წასვლა მირჩევნია. ყოველდღეც რომ მქონდეს სპექტაკლი, არ ვიღლები. ეს სიამოვნებას მანიჭებს, თან სხვა სპექტაკლებსაც ვნახულობ... ზოგადად, რაც უფრო მეტს ვაკეთებ, მით მეტს ვასწრებ", - უთხრა ჩხეიძემ „კვირის პალიტრას".