რეზონანსი
19.09.2020

2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის კონკრეტულად ვანში, ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ვანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძე წარუდგინა.

მისი განცხადებით, უკვე რვა წელია სახელისუფლებო გუნდი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე ზრუნავს მისივე თქმით, საქართველოში უმთავრესი ღირებულება ადამიანია.

„შეუძლებელია, არ აღვფრთოვანდეთ იმ უდიდესი წარსულით, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აუცილებელია სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა, რასაც, ჩვენი სახელისუფლებო გუნდი უკვე რვა წელია თქვენი აქტიური ჩართულობით აკეთებს. ყველაზე კარგად თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაში და მათ შორის კონკრეტულად ვანში, ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილური განვითარების შესაძლებლობა, ქვეყანაში უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი", - განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×