რეზონანსი
19.09.2020

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების შემდეგ ამბობს, რომ იგი ღონისძიებას ხელისუფლებისთვის პატივის მიგების მიზნით დაესწრო.

"ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას. პატივი უნდა მივაგოთ პრემიერს, დედაქალაქის მერს. ამიტომ ვიყავით. ეს ნებისმიერი მოქალაქის უფლებაა. ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ხელისუფლება. ეს პირველი საუკუნიდან ასეა", - განუცხადა მიტროპოლიტმა იოანემ "ფორმულას".

გუშინ ბაგრატის ტაძართან ქართული ოცნების ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა ლომინაძის და ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის წარდგენა მიმდინარეობდა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახი კალაძეც ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×