
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 187 ახალი ინფიცირებულიდან 116 აჭარის რეგიონზე, 30 კი დედაქალაქზე მოდის.
„გუშინ ქვეყანაში გახლდათ 3119 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 187 შემთხვევა და დღევანდელი რიცხვი 3306-ს აღწევს. ეს 187 შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება: 116 - აჭარა, 30 - თბილისი, 15 - იმერეთი, 11- სამეგრელო-ზემო სვანეთი, 4 -გურია, 3 - კახეთი, 3 - შიდა ქართლი, 2 - ქვემო ქართლი, 2 - მცხეთა-მთიანეთი და 1 - სამცხე-ჯავახეთი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 46-ით. ამ მონაცემებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 45-ს უდრის, ხოლო კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-ჰოსპიტლებში მკურნალობასა და მეთვალყურეობას ჯამურად 1798 პაციენტი გადის. მათგან 14-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 70-ზე მეტის კი - მძიმე. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულები არ გვყავს და ჩვენთან მკურნალობს 35 პაციენტი. მათგან 1 არის კრიტიკულად მძიმე, ხოლო 4 მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა მხოლოდ 3 მძიმე პაციენტი გვყავს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.