რეზონანსი
19.09.2020

მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი ისევ თე­ლ-ა­ვი­ვის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მე­ხუ­თე თვეა აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი.

"მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რაც მას სჭირს... უკვე ძა­ლი­ან მძი­მედ არის. მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე 3 თვის წი­ნაც ვი­სა­უბ­რე, მაგ­რამ მას მერე გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლია მდგო­მა­რე­ო­ბა, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. არ ვიცი, თვი­თონ რას გრძნობს, ალ­ბათ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სი­შო­რის გამო გა­მოწ­ვე­ულ ტკი­ვილს. 

ძა­ლი­ან მძი­მედ ვარ, იმი­ტომ კი არა, რომ ცუ­დად არის, ყვე­ლა­ნი სიკ­ვდი­ლის შვი­ლე­ბი ვართ, უკვე 5 თვეა, აპა­რატ­ზეა მი­ერ­თე­ბუ­ლი და ამ­დენ ტან­ჯვას უძ­ლებს. აფე­რუმ მის მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ქე­თის და აქვე უღ­რმე­სი მად­ლო­ბა, ყო­ვე­ლი დღის­თვის, სა­ა­თის­თვის, წუ­თის­თვის, წა­მის­თვის, რა­საც მე­უღ­ლის­თვის აკე­თებს - თავ­ზე ად­გას, გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბა.

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თე­ლა­ვივ­ში წევს, სა­დაც გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ექი­მე­ბი მუ­შა­ო­ბენ. იქ არის ჩვე­ნი ჯამ­ლეტ ხუ­ხაშ­ვი­ლის სიძე, რო­მელ­თა­ნაც კავ­შირ­ში სულ გვაქვს. ბა­ტო­ნი ჯამ­ლე­ტი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, ზუ­რას გა­მო­ჯან­მრთელ­ების კუ­თხით, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს, ძა­ლი­ან უყ­ვართ მას და მის მე­უღ­ლეს ზუ­რი­კო. დიდი მად­ლო­ბა მათ და სა­ერ­თოდ ყვე­ლას, ვინც ცდი­ლობს, რომ ჩვენს მე­გო­ბარს პა­ტა­რა შვე­ლა მი­ა­ნი­ჭოს", - განუცხადა "ამბებს" მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა.

წყარო: ამბები.ჯი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×