რეზონანსი
18.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორ მეხანძრე-მაშველს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმის მეორე და გლდანის განყოფილებების თანამშრომლების გეგმური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და დადებითი იყო.

მათი განმარტებით, ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ.

„მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. სახანძრო-სამაშველო შენობებს უკვე ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×