
დღეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი ძალადობრივი სიკვდილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.
„აქ საუბარია მისი სხეულის მიმართ რაიმე დაზიანებების განხორციელებაზე ან ინექციაზე, რომელიც, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ, ვერსიის სახით განიხილებოდა. როგორც დღეს გაჟღერებული, ასევე, სხვა საექსპერტო დასკვნით, დგინდება, რომ მის მობილურ ტელეფონში პროგრამული უზრუნველყოფის რაიმე საშუალება, რომელიც იძლევა ლოკაციის განსაზღვრის საშუალებას, გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც, გამოირიცხა ვერსია, რომლის თანახმადაც, თამარ ბაჩალიაშვილი რაიმე კონკრეტულ ადგილს ეძებდა, რომლიც, შეიძლებოდა, მისთვის ელექტრონულად გამოეგზავნათ" - განაცხადა პროკურორმა "იმედთან".