
თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა.
„თამაზ მეჭიაურის მძღოლი იყო ჩემი შვილი. ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური მეჭიაურს მალულად დაუპირისპირდა. ამ ყველაფერს გიორგი ხედავდა და ვერაფერს ამბობდა. შემდეგ ჩემს შვილსა და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ჩემი შვილი ინფორმაციას არ აწვდიდა - სად, როგორ მიდიოდნენ და რას აკეთებდნენ. იყო ცინიკური საუბარი, დამცირებები. წუხელ ბექაური ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი, ამანაც საპასუხო დაუბრუნა. შემდეგ როცა წავიდა, გიორგიმ თავის ჩამოხრჩობა სცადა", - იხსენებს ახალგაზრდა ბიჭის დედა.
„გიო, მთავარია გადარჩე! მერე ყველას თავისი მიეზღვება!..", - აცხადებს მეჭიაური.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა.
სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი