რეზონანსი
17.09.2020

ხატია სიჭინავა საგანგებო სტატუს აქვეყნებს და კოვიდპანდემიის შესახებ წერს. მისი აზრით, თუკი ქვეყანაში კარანტინი კვლავ გამოცხადდება და ჩაიკეტება მთავრობა სამოქალაქო არეულობას მიიღებს.

„დაპირებული კარანტინი თუ გამოცხადდება, თქვენ მიიღებთ სამოქალაქო არეულობას! მოქალაქეები ადგილს გაუცვლიან პატრულის თანამშრომლებს! ხალხი გადავა თქვენს დაპატიმრებებზე! თქვენ თვითონ მოგიწევთ კარანტინში ჩაკეტვა დიდი ხნით!“- წერს სიჭინავა.

პარლამენტის წინ რამდენიმე დღის წინ აქცია გაიმართა, სადაც აპროტესტებდნენ კოვიდპანდემიის გამო არსებულ რეგულაციებს, რის გამოც სწავლა დისტანციურად გადაიდო და აგრეთვე, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ არ აქვთ მუშაობის დაწყების უფლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×