რეზონანსი
17.09.2020

ითვლებოდა, რომ სიმსუქნე არის ყველაზე რთული ქრონიკული და ყველაზე გავრცელებული პედიატრიული პათოლოგია, ახლა, კოვიდის დროს, ეს მდგომარეობა გაუარესდა და პლუს ამას ეს პრობლემა ასოცირებულია კოვიდის მომატებულ რისკებთან", - ამის შესახებ ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა.

მას კითხვით მიმართეს, თუ რა ჩივილებით მიმართავენ მშობლები ენდოკრინოლოგებს და პანდემიის შედეგად ბავშვებში რა პრობლემებმა იჩინა თავი.

საუბრისას ხელაძემ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბავშვებში ჭარბი წონა და სიმსუქნე გამოყო.

მისივე თქმით, კოვიდის დროს ბავშვებში სიმსუქნე ასევე ერთ-ერთ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს და ამასთან დაკავშირებით კვლევები კანადამ ჩაატარა. აღნიშნული კვლევებით იქ რისკ-ფაქტორებში პირველი ადგილი სიმსივნეს უკავია და შემდეგ მოდის იმუნოსუპრესია და შემდეგ სიმსუქნე.

„კვლევა ნიუ-იორკშიც ჩატარდა, სადაც თითქმის პირველ ადგილზე იყო რისკ-ფაქტორებს შორის სიმსუქნე. იმ ბავშვებს შორის, რომელთაც რენიმაციაში მოთავსება და ხელოვნური ვენტილაცია დასჭირდათ, აღმოჩნდა, რომ ყველა მსუქანი იყო. ითვლებოდა, რომ სიმსუქნე არის ყველაზე რთული ქრონიკული და ყველაზე გავრცელებული პედიატრიული პათოლოგია, ახლა კოვიდის დროს ეს გაუარესდა და პლუს ამას ასოცირებულია კოვიდის მომატებულ რისკებთან", - განაცხადა ბავშვთა ენდოკრინოლოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×