რეზონანსი
17.09.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული დიჯეის კონსტანტინე ღიბრაძის განცხადებით, მას დაზიანებებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.

როგორც სასამართლო პროცესიდან გამოსვლის შემდეგ ღიბრაძემ განმარტა, მას ინციდენტში მონაწილე არცერთი პირი არ დაუსახელებია, მათ შორის, არც ნიკა ჟვანია, თუმცა, ის, რომ მას დაზიანება მიაყენეს, დაადასტურა.

"რაც აქამდე მეწერა ჩვენებებში, პირველშიც და მეორეშიც, ის ვთქვი ახლაც სასამართლოში. არც იქ ვსაუბრობდი კონკრეტულად ვინ არიან ის პიროვნებები, ან რამე პრეტენზია მაქვს თუ არა ჩემი დაზარალებულობის შესახებ. ჩემ დაზარალებულობაზე და ჩემ პრეტენზიებზე როგორ ვისაუბრო, როცა ასეთი ამბავია მომხდარი. ჩემი აზრით სწორი არ არის.

კონკრეტული პიროვნებები არ დამისახელებია", - განაცხადა ღიბრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×