რეზონანსი
17.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც კლინიკის ექიმმა ნუგზარ პაპავამ განაცხადა, დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებულ 12 პაციენტს მკურნალობენ, აქედან ერთი 38 კვირის ორსულია.

ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ჩივილები არ აქვთ.

"დაგვემატა ოთხი ორსული და ამ ეტაპზე გვყავს 12 კოვიდინფიცირებული ორსული. მათ შორის ერთი 38 კვირის ორსულია. საბედნიეროდ, ყველა პაციენტის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩვენთან ყველა პირობაა შექმნილი პაციენტებისათვის. იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სულ 30 კოვიდინფიცირებული პაციენტის მიღება შეგვიძლია,"- აღნიშნა ნუგზარ პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×