რეზონანსი
17.09.2020

გორში მეხანძრე-მაშველებმა ქალი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გორის ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია და ქრობის სამუშაობში ჩართულია 3 ეკიპაჟი.

მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორში ერთ-ერთ საცხოვრებლ კორპუსში, მეოთხე სართულზე იყო ხანძარი და სახლში იმყოფებოდა მწოლიარე ქალი.

სახანძარო-სამშველო ჯგუფები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ქალის ძლიერი დაკვამლიანებიდან უვნებლად გამოყვანა შეძლეს. მის მდგომარეობას ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმრების ექიმები ამოწმებენ. მეხანძრე-მაშველბმა კორპუსის ევაკუაციისას, ასევე, გამოიყვანეს 2 მამაკაცი," - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×