რეზონანსი
17.09.2020

გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ეპიდვითარებიდან გამომდინარე წინასაარჩევნო პერიოდში რამდენად რეკომენდირებულია, როდესაც კანდიდატები ამომრჩევლებს ეხუტებიან, ამირან გამყრელიძე პასუხობს „ამ პერიოდშიც არ არის ეს სასურველი, გადავეჩვიოთ".

„მესმის, ამ დროს გარკვეული ემოციური ფაქტორი არის, მაგრამ მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, არჩევნებზე ხმის მიცემის დროს, თუ ამომრჩეველს ტემპერატურა დაუფიქსირდება, მისთვის ცალკე პირობები იქნება შექმნილი. არჩევნების ჩატარების „გაიდლაინზე" სადაც რეკომენდაციებია გაწერილი სპეციალური კომისია მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×