
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუმში შექმნილ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ, რომ ამ ეტაპზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით ქალაქში მკაცრი ზომები ტარდება.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მდგომარეობის სტაბილიზაციაზე. კარგია ის, რომ შემთხვევების გაფანტვის სურათი არ გვაქვს და ინფექცია მეტად ლოკალიზებულია ბათუმში, რაც კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ინფექციის სტაბილიზაცია და კონტროლი მოხერხდეს ადგილზევე“, - განაცხადა "იმედის" ეთერში მინისტრის მოადგილემ.
ახალი შემთხვევების კლების ტენდენციაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გაირკვევა თუ რამდენად მოხერხდა აფეთქების ბათუმში ლოკალიზება.
„შემდეგი ერთი კვირა იქნება იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავინახოთ სურათი თუ რამდენად მოხერხდა სიტუაციის ლოკალიზაცია ბათუმში და უკვე ამის შემდეგ შესაძლოა ველოდოთ შემთხვევების კლების ტენდენციას“, - განმარტა გაბუნიამ.