რეზონანსი
16.09.2020

ზურა ჯაფარიძე ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ არასტანდარტულ, კრეატიულ და სახალისო პოლიტიკურ კლიპს ავრცელებს.

ის არასრულწლოვნებს მოუწოდებს, რომ მშობლების დადგენილი ყველა წესი 1.5 თვის განმავლობაში, არჩევნებამდე დაიცვან და სანაცვლოდ მშობლებს გირჩის მხარდაჭერა მოითხოვონ.

„თუ გირჩის მხარდამჭერი ხარ დიდი შანსია ისეთ ასაკში იყო, როცა ბევრ რაღაცას გთხოვენ და თუ მართლა გჯერა იმის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მაშინ დილით ჭამე და ისე გადი სახლიდან, იმეცადინე, თბილად ჩაიცვი, თავს გაუფრთხილდი, ადი, ჭამე და ისევ ჩადი, დროზე მიდი სახლში, ადამიანურ დროს დაიძინე და შეეშვი სიგარეტს.

უჯიგრე ეს ყველაფერი მშობლებს და გაუცვალე იმაში, რომ ხმა მისცენ გირჩს. სულ არის დარჩენილი 1.5 თვე, ცოტა გაიჭირვე. იდეაში არ არის ცუდი ბარტერი”. – ამბობს ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×