რეზონანსი
16.09.2020

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ნინო აკობიას თქმით, კლინიკაში სულ 62 პაციენტია, მათგან 59 კოვიდდადასტურებული. მისივე თქმით, ცხელების სიმპტომებით კლინიკაში სამი პაციენტია შეყვანილი.

„59 პაციენტიდან ოთხი დღეს გადმოიყვანეს ოკუპირებული აფხაზეთიდან. ოთხივე ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ნინო აკობიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×