
აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ დაძაბულია, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა,
ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 6 კოვიდმიმღებ ცენტრს ახალი კლინიკები დაემატება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ.
„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში პრაქტიკულად ერთი და იგივე რაოდენობა გვაქვს ახალი შემთხვევების. ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის არავითარი საფუძველი არ აქვს ჩვენ მოსახლეობას. იცით, რომ გაძლიერდა კონტროლის აღსრულება და ადმინისტრირება ყველა დონეზე. ესე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კვების ობიექტებს, ვაჭრობის ობიექტებს. გადავხედეთ საწოლფონდის რეალურ შესაძლებლობებს, რაც ჩვენ აჭარის რეგიონში გაგვაჩნია. ვიმუშავეთ კლინიკებთან ერთად და გავიარეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში წამოიჭრა კოვიდმიმღებ კლინიკებში და მათი გადაჭრის გზებზეც ვიმუშავეთ, რამე სერიოზული დაბრკოლება ნამდვილად არ არის, ეს არის მცირე მუშა პროცესში წამოჭრილი სისუსტეები“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
მისი თქმით, იწყება მოქალაქეთა თერმოსკრინიგი და ამისთვის რამდენიმე საგუშაგო გაიხსნება.