რეზონანსი
16.09.2020

პოლიტიკური პარტიის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წევრი გედევან ფოფხაძე, ჰყვება თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში სამედიცინო პერსონალმა. მისი თქმით, პირველად უთხრეს რომ კორონავირუსი არ ჰქონდა თუმცა მოგვიანებით პირველადი ინფორმაცია არ დადასტურდა.

„დილით მომდის ინფორმაცია, რომ მე უარყოფითი შედეგი მაქვს. ვკითხულობ, ეს ნამდვილია თუ არა? მიდასტურებენ. ვემზადები წასასვლელად, ვაგროვებ ნივთებს, ვემზადები რომ გავიდე და კარებთან მაჩერებენ. ირანელი ტურისტის ამბავი თუ გახსოვთ, ამდაგვარი სცენარის პერსონაჟი გავხდი. მე კი მორჩილად გავაპროტესტე, რომ არ შეიძლება ასე, ცოტა მაინც გაუფრთხილდით ერთმანეთს. რომ გეუბნებიან „წადი“ და მერე გაბრუნებენ, ეს ფსიქიკაზე მოქმედებს. აღმოჩნდა რომ დადებითია. დავნებდი ბედს, მივიღე რეალობა, როგორც შეიძლებოდა,” – ამბობს გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×