რეზონანსი
16.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ტატიაშილმა სასამართლოზე ისაუბრა დეტალებზე, და თქვა, რომ მერსედესის ყველა მგზავრი დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა.

როგორც გუგუტიშვილმა აღნიშნა, ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ბრალდებულ ნიკა ჟვანიას ხელში ეჭირა ხელკეტი, რომელიც კონკრეტულ პირს მოუქნია.

"მოწმემ განმარტა ნიკა ჟვანიას მოქმედება, კერძოდ, რკინის ხელკეტთან დაკავშირებით - მისი მოქნევა კონკრეტული პირის მიმართულებით, რომელიც შემდეგ თბილისისკენ გაიქცა. მოწმემ მოახდინა აღნიშნულის იდენტიფიცირება.

მოწმემ თქვა, რომ მისი ყველა მგზავრი, მის ავტომობილში მყოფი პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში და ჩხუბის შეწყვეტის მიზნით, მან დაიძახა, რომ პოლიცია მოდიოდა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა შეწყვიტეს ჩხუბი და ჩასხდნენ ავრტომობილში, - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×