რეზონანსი
16.09.2020

2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა. სებ-მა ამ ინტერვენციით 126 მლნ-ზე მეტი ლარი ამოიღო მიმოქცევიდან. მიმოქცევაში კი ლარი ფისკალური ხარჯებმაც გაზარდა, მათ შორის სხვადასხვა კატეგორიის ჯგუფების სოციალური შემწეობების გაცემამ. სებ-ის ინფორმაციით, ვალუტის მიწოდების საჭიროება  ქვეყნისთვის ფინანსური ნაკადების დანაკლისმა განაპირობა, განსაკუთრებით ტურიზმიდან.  წელს გათვალისწინებული 1.5 მლრდ-დან 800 მლნ დოლარამდე უკვე ჩაარიცხულია, რომლის ძირითადი ნაწილი  სებ-ის სავალუტო რეზერვებში მიდის, რომელიც  ბაზარს რესურსს ბანკების გავლით აწვდის.

მიუხედავად ეროვნული ბანკის აქტიურობისა, სავალუტო ბაზარზე მსუბუქი პანიკა გრძელდება. 40 მლნ დოლარის გაყიდვის შემდეგაც ლარმა გაუფასურება გააგრძელა და დღის ბოლო "ბლუმბერგის" ელექტრონულ პლატფორმაზე 3,18-იან ნიშნულ მიაღწია. როგორც ჩანს, დევალვაციის პროცესი კიდევ გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×