რეზონანსი
16.09.2020

ბათუმში მდებარე სასტუმრო „პრესტიჟში" კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა თვითნებურად სასტუმროს დატოვება სცადეს. სასტუმროს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

როგორც კარანტინში მყოფები აცხადებენ, საკარანტინე ვადის შეცვლის მიუხედავად, ისინი სასტუმროში 10 დღეა იმყოფებიან და ტესტის პასუხები დაგვიანებით მოდის.

„გამოგვკეტეს სასტუმროში, 24 საათზე მეტია აგვიღეს ტესტი და პასუხები არაა ჯერ კიდევ. რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ასე? პატიმრები ხომ არ ვართ? სანამდე უნდა ითამაშოთ ადამიანების ნერვებზე? ოჯახები გვყავს ყველას, სახლებში გველოდებიან. არ გვჭირს არაფერი ხომ ხედავთ? გაგვიშვით სახლში"- აცხადებს კარანტინში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე.

ინფორმაციისთვის, აჭარაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, კარვებსა და პოლიკლინიკებში მასობრივი ტესტირება დაიწყო, რამაც ზოგ შემთხვევებში ტესტებზე პასუხების დაგვიანება გამოიწვია.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×