რეზონანსი
16.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახი გენერალურ პროკურორს მიმართავს. ოჯახის ადვოკატები ითხოვენ ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკითხვას. მოთხოვნების ჩამონათვალში ისევ რჩება გამოძიების პროცესში FBI-ის მონაწილეობა.

"პირადად ოჯახის წევრებს უნდათ ბატონი ირაკლისგან მიიღონ გარკვეული პასუხები. ეს ეხება როგორც სატელიტებს, ასევე ეხება FBI-ის მხრიდან ექსპერტებს, ასევე, ეხება, იგივე ლეპტოპის და მობილური ტელეფონის გადაგზავნას. ამავდროულად, გვინდა რომ დაუყოვნებლივ დაიკითხოს ქალბატონი ელისო კილაძე, იმიტომ რომ მან განაცხადა, რომ კიდევ აქვს დამატებით ინფორმაცია," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გამოძიების შესახებ განცხადება გააკეთა ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

"შუამდგომლობებში, ძირითადად, არის ინფორმაციის მოწოდება, მიმდინარეობს თუ არა საგამოძიებო მოქმედებები იმ უცხო დნმ-თან დაკავშირებით, რომელიც არის საქმის მასალებში და რომელიც აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში არსებულ სამედიცინო პირბადეზე და ასევე, ფოტორობოტში ასახული პირის იდენტიფიცირებისთვის რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა პროკურატურამ," - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×