რეზონანსი
16.09.2020

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მსახიობის გიორგი გურგულიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბრამდე გადაიდო. საქმე 2 ეპიზოდს აერთიანებს. მსახიობი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ინციდენტი, რომლის გამოც მისმა მეუღლემ პოლიციას მიმართა და შსს-მ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო, იყო უმნიშვნელო ინციდენტი და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ქონია.

"ტელეფონი გამოვართვი ჩემი ნაჩუქარი და მიჩივლა მაგაზე, ეგ იყო მიზეზი, გამწარებულზე რაღაც სისულელე დაწერა რასაც ნანობს ახლა, ცხოვრებაში არ შევხებივარ ქალს ხელით, კინოშიც არ შევხებივარ. იქ ესწრებოდა მეზობლებიც, ჩემი მეგობარიც და ასე შემდეგ. არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. მეხვეწება და ამათ ეხვეწება, რომ არ მინდოდაო ჩემი ქმარი დაეჭირათო, მინდოდაო, გამემწარებინაო, უბრალოდ,"- აცხადებს გიორგი გურგულია

გიორგი გურგულიას ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარეს დანაშაულის მტკიცებულებები არ გააჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×