რეზონანსი
16.09.2020

„1 კვირის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროდან ბათუმში გამოგზავნილები არიან რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო დეტალურად ეცნობიან ბათუმის პირველადი ჯანდაცვის მზაობას",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში ინფიცირებულთა ინციდენტობა აღემატება 14 ნიშნულს, რაც აჭარაში ინფექციის გავრცელების პროცესს საყურადღებოს ხდის.

„მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აჭარაშიც გავატაროთ ის გამკაცრებული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა სხვადასხვა რეგიონში, სადაც აფეთქების კერები იყო. იქნება უფრო მეტად გამკაცრებული მონიტორინგი ნიღბის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, როგორც ტრანსპორტში, ასევე დახურულ სივრცეებში",- განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×