
ეს ვირუსი მარტივი არ გეგონოთ, ეს არის საკმაოდ რთული ვირუსი, ჯერ კიდევ შესწავლის ფაზაშია. მას ახასიათებს მულტისისტემური ორგანული დაზიანება და შესაბამისად გართულებების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი და ამ გართულებებს სიცოცხლისთვის საშიში გამოსავალი აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით საქართველოში ჯანდაცვის სისტემას შეუძლია კორონავირუსს გაუმკლავდეს.
„შესაბამისი საწოლფონდი არის, მინიმუმ 3000 საწოლი გვექნება, ეს არ არის პრობლემა, თუ საჭირო იქნება საწოლფონდი გაიზრდება. ეს იძლევა სიტუაციის კონტროლს.
მთავრია არ გვყავდეს ბევრი მძიმე შემთხვევა, სიკვდილობის მაჩვენებელი და მძიმე შემთხვევები არ გაიზარდოს. ასეთი წესით მართვა დაავადების არის საწინდარი, რომ მოხდეს დაავადების სიმძიმის პრევენცია, დროული, ადეკვატური მკურნალობის შედეგად, აქედან გამომდინარე, ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც გვაქვს უნდა შევინარჩუნოთ. ამ მძიმე, ვერაგ დაავადებას საქართველო უმკლავდება",-განაცხადა ეზუგბაიამ.