რეზონანსი
16.09.2020

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდვითარებას და ხალხში გაჩენილ პროტესტს საზოგადოების წარმომადგენლები განიხილავენ. გადაცემა "რეაქციაში" სტუმრებს შორის იყო ზურა ხაჩიძე, რომელიც საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“სახლში მყავს ძალიან მძიმე ავადმყოფი, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე და ხელისუფლება გვეუბნება, რომ უნდა მივეჩვიოთ ამ პანდემიასთან ერთად ცხოვრებას. არავინ არ ამბობს, რომ უნდა დავიკეტოთ, უბრალოდ უნდა მივეჩვიოთ ცხოვრებას ყველა იმ რეგულაციებით, რაც დაწესებულია.

ადამიანები პირბადეს არ იკეთებენ, დისტანციას არ იცავენ და ხელისუფლებას მოსთხოვო არ შეიძლება. საზოგადოებაც ხომ არის ამაში დამნაშავე.

რაც შეეხება სკოლის დაწყებას, მეც ძალიან მტკივა გული, ანასტასიამ წელს ჩააბარა კერძო სასწავლებელში, თანხა გადავიხადეთ, მაგრამ… ის რაც მოხდა ბათუმში იყო საზოგადოების მხრიდან რეგულაციების არასწორად დაცვის შედეგი” - აღნიშნა ზურა ხაჩიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×