რეზონანსი
15.09.2020

დღეს გორ­ში 18 წლის ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლეს. ბიჭი სამი თვე ებ­რძო­და სიკ­ვდილს. 9 ივ­ნისს, რეს­ტო­რან "ჯო­სე­ფის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერეკ­ლეს უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა ის გონ­ზე მო­უს­ვლე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა.

სხე­უ­ლის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის, გი­ორ­გი კან­დე­ლა­კის ვაჟი, მოკ­რი­ვე თა­რაშ კან­დე­ლა­კი ძა­ლოვ­ნებ­მა და­ნა­შა­უ­ლის დღეს­ვე და­ა­კა­ვეს. სწო­რედ მის მა­მას, გი­ორ­გი კან­დე­ლაკს ეკუთ­ვნის აღ­ნიშ­ნუ­ლი რეს­ტო­რა­ნი.

Ambebi.ge დაუკავშირდა გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის, ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილს, ად­ვო­კატ თა­მარ თედ­ლი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი:

- დღეს დავ­კრძა­ლეთ ერეკ­ლე. ძა­ლი­ან მძი­მე იყო მთე­ლი სამი თვე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­სი­ცო­ცხლო ნიშ­ნე­ბი ის იყო, მხო­ლოდ თვა­ლე­ბი ჰქონ­და გა­ხე­ლი­ლი, ისე გარ­და­იც­ვა­ლა გონ­ზე არ მო­სუ­ლა. სა­ოც­რად ჭკვი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო, ყვე­ლა­ნა­ი­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბით შემ­კო­ბი­ლი. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი რომ არის იმი­ტომ არ ვამ­ბობ ამას. მარ­თლა უკარ­გე­სი იყო. პირ­ვე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტი. ამ დღე­ებ­ში 19 წლის გახ­დე­ბო­და.

დღეს დაკ­რძალ­ვა იყო და არ ვეს­წრე­ბო­დი სასამართლო პროცესს. რო­გორც ვიცი წი­ნა­სა­სა­მარ­თლოს ხდო­მა ჩა­ტარ­და, ბრალ­დე­ბულს უარი უთ­ქვამს აღ­მკვე­თის შეც­ვლა­ზე. დღეს დაკ­რძალ­ვა იყო და სა­ერ­თოდ არ ვა­ყე­ნებ ამ სა­კი­თხის რომ გი­რა­ო­თი გა­მიშ­ვა­თო.

სას­ჯე­ლაღ­რუ­ლე­ბი­დან ჩა­ერ­თო დის­ტან­ცი­უ­რად პრო­ცეს­ზე. რო­გორც ვიცი მისი პო­ზი­ცი­აა რომ არ ახ­სოვს იმ დღეს რა მოხ­და. პირ­ველ ეტაპ­ზე ასე ამ­ბობ­და და პრო­კუ­რო­რის პრე­ტენ­ზია მის მი­მართ სწო­რედ ის იყო, რომ არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და გა­მო­ძი­ე­ბას­თან. დაც­ვის სტრა­ტე­გი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ აღი­ა­რებ­და და­ნა­შა­ულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×