რეზონანსი
15.09.2020

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა,  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჯამში საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 94% აპირებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ “ალბათ მიიღებს”.

კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 3% არჩევნებში მონაწილეობას “ალბათ არ მიიღებს”. 3% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად არ მიიღებს.

გამოკვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. გამოკვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×