რეზონანსი
15.09.2020

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი დეზინფორმაციას ეხმაურება.

მისი მტკიცებით, ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ პოლიტიკოსი მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს არ იყრის.

„ნაძალადევში ვიყრი კენჭს, "ქართული ოცნების" ზოგიერთ კოორდინატორს მოვუწოდებ: ნუ შეგყავთ შეცდომაში მოსახლეობა და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, თითქოს კენჭს არ ვიყრი მაჟორიტარად ნაძალადევში.

ვარ ნაძალადევში "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი და ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის! წერტილიც და ძახილის ნიშანიც!", - წერს ინაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×