რეზონანსი
15.09.2020

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გან­ზრახ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე არ­ჩილ გაგ­ნი­ძე დუ­მილს არ­ღვევს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მო­რაგ­ბე პირ­ვე­ლად, "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რობს საქ­მის გარ­შე­მო და აცხა­დებს, რომ ის ხი­დის ქვეშ არ იმ­ყო­ფე­ბო­და და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის­თვის გზა არ მო­უჭ­რია.

სა­ა­გენ­ტოს­თვის გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში არ­ჩილ გაგ­ნი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და პირ­დე­ბა, რომ ის ამ საქ­მე­ში მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას და­ამ­ტკი­ცებს.

მო­რაგ­ბის თქმით­ვე, ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ვი­დან­ვე თა­ნამ­შრომ­ლობ­და და არა­ნა­ი­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ და­უ­მა­ლავს.

"მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მივ­მარ­თო და გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვხე­დავ ამ საქ­მის ირ­გვლივ, არის სი­ყალ­ბე და სიც­რუე. ვხე­დავ რო­გორ ცდი­ლობს ბრალ­დე­ბის მხა­რე ყო­ველ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით და ყალ­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბით ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბონ ხალ­ხის აზრი, რომ ჩვენ ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცხო­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში.

კი­დევ ერთხელ გარ­წმუ­ნებთ, რომ მე არა­სო­დეს მქო­ნია მცდე­ლო­ბა და­მე­მა­ლა რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის, პი­რი­ქით მე მათ სრუ­ლად მი­ვა­წო­დე ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია და ასე­ვე წარ­მო­ვუდ­გი­ნე გა­უ­რე­ცხა­ვი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც მეც­ვა იმ დღეს. ასე­ვე გა­და­ვე­ცი ჩემი ტე­ლე­ფო­ნი, რომ­ლი­და­ნაც წა­შა­ლეს ჩემი გა­და­ად­გი­ლე­ბის ტრა­ექ­ტო­რია, რაც ადას­ტუ­რებ­და იმას, რომ მე გა­და­ვე­დი ხიდ­ზე მარ­ჯვნივ და არ აწყობ­და გა­მო­ძი­ე­ბას, ვი­ნა­ი­დან ამით დამ­ტკიც­დე­ბო­და, რომ მე არა­ვის­თვის მო­მიჭ­რია გზა და არც ხი­დის ქვეშ ჩავ­სულ­ვარ.

ყვე­ლა­ფე­რი ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა იმას, რომ ხალ­ხში გა­ა­ჩი­ნონ გან­ცდა, რომ მათ გა­მო­ი­ძი­ეს საქ­მე და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი.

ყო­ვე­ლი­ვე ამას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან. მე კაცი ვარ და გა­ვუძ­ლებ ამ ცხრა­თა­ვი­ან უკა­ნო­ნო­ბას და გპირ­დე­ბით, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვამ­ტკი­ცებ ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას", - აცხა­დებს გაგ­ნი­ძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×