
აჭარის რეგიონში პედაგოგების ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა.
"გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარის რეგიონში გამოვლინდა 124 ახალი შემთხვევა. აქედან 5 უკავშირდება საკარანტინო სივრცეს. შემთხვევათა უმეტესი წილი გახლავთ წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, რომლებიც იმყოფებოდნენ იზოლაციაში. გარდა ამისა, შემთხვევები გამოვლენილია პედაგოგებში, 3 ახალი შემთხვევა გვაქვს", - განაცხადა ნონა ეფაძემ.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საქართველოს დიდ ქალაქებსა და ასევე რამდენიმე სოფელში სასწავლო პროცესი დღეს ონლაინ რეჟიმში განახლდა. სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება 1 ოქტომბრიდან იგეგმება. შეზღუდვა ეხება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელსაც. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ისე დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად.