რეზონანსი
15.09.2020

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 170 შემთხვევიდან 124 ბათუმს უკავშირდება. აჭარაში ვირუსის ახალი კერები გაჩნდა. კოვიდინფექცია ბათუმის სათნოების სახლის 5 ბენეფიციარს და ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

"გვყავს 5 მობინადრე და ერთი თანამშრომელი დაინფიცირებული. თანამშრომელი 2 სექტემბრიდან დაწესებულებაში არ ყოფილა. ვიცით, რომ ქორწილში იმყოფებოდა, როდის არ ვიცით. ადგილზე მოსულები იყვნენ ეპიდემიოლოგები, მოგვცეს რეკომენდაციები თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გუშინდელის შემდეგ ყველა თანამშრომელი და მობინადრე შენობაში იმყოფება, დღეს უკვე თანამშრომლებს საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ,"- აცხადებს სათნოების სახლის დირექტორი, დეკანოზი იოანე ბარამიძე.

კორონავირუსი შემთხვევა დაფიქსირდა "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საარჩევნო შტაბშიც.

"აჭარის რეგიონში გამოვლინდა 124 ახალი შემთხვევა. 5 მათგანი საკარანტინო სივრცეს უკავშირდება. გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესი წილი, წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებოდნენ და მიზნობრივი ტესტირება უტარდებოდათ. გარდა ამისა შემთხვევები გამოვლენილია რამდენიმე პედაგოგში და სამედიცინო პერსონალში,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×