რეზონანსი
15.09.2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და საქმის პროკურორმა საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. ჩასვლის მიზანი, იმ გზის დადგენა იყო, რომლითაც რამიშვილის ვერსიით, ახალგაზრდა პროგრამისტის ავტომანქანა მიიტანეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი საგამოძიებო მოქმედება ოჯახის ადვოკატის შუამდგომლობით ჩატარდა. ადგილზე ამოღებულ ნივთებს მისივე შუამდგომლობით ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

"დავათვალიერეთ ავტოფარეხი, ავიღეთ შესაბამისი ნიმუშები და ამ შემთხვევაში ყველაზე საინტერესო ის იყო, ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტ მანძილზე არ იღება, ანუ დასაკეტი მექანიზმი არის გაფუჭებული და ამ შემთხვევაში არა თუ ავტომანქანის გადამალვა, საერთოდ შესვლაც კი გამოირიცხა ამ ავტოფარეხში. შესაბამისად, ჩვენ ვამბობდით და დღესაც დადასტურდა, რომ ამ ადგილს არანაირი შეხება არ აქვს თამარ ბაჩალიაშვილთან და მის ავტომობილთან, ან საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან," - განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

ადვოკატი კი ირწმუნება, რომ 18 ივლისს მომხდარი თვითმკვლელობა არ იყო და სხვა დანაშაულის ნიშნები იკვეთება. 

"დეტალურად არაფერს არ მოვყვები იმიტომ, რომ ეს არის გამოძიების ინტერესები. ყველაფერი იქნა დეტალურად გარკვეული, ნივთები დალუქული, ამით ჩვენ არ ვარღვევთ არაფერს, არც უდანაშაულობის პრეზუმფციას," - აღნიშნა რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×