რეზონანსი
15.09.2020

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი, ჰანს კლუგე ამბობს, რომ ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი იქნება, რადგან ამ დროს კორონავირუსისგან უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. 

„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია ამა თუ იმ დროს დასრულდება. გამუდმებით მესმის, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს, რასაკვირველია, ეს ასე არაა. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფზე იმოქმედებს თუ არა“,- აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ევროპაში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, გასნსაკუთრებით ესპანეთსა და საფრანგეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×