რეზონანსი
14.09.2020

აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თავშესაფრის დირექტორის დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, ამ წუთებში იქ კარანტინია გამოცხადებული და ელოდებიან სხვა თანამშრომლებისა და ბინადრების ანალიზის პასუხებს.

„სამწუხაროდ 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან 5 არის მობინადრე და ერთი თანამშრომელი. როგორც ექიმებმა მითხრეს ყველა არის უსიმპტომო. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში კარანტინია გამოცხადებული და ყველას აგვიღეს ანალიზები", - აღნიშნა იოანე ბარამიძემ.

მისი თქმით, თავშესაფარში 120 მობინადრეა. „არ ვიცით ინფიცირების წყარო, რადგან 2 სექტემბრიდან არავინ არ გასულა და შემოსულა თავშესაფარში თანამშრომლების გარდა. რაც შეეხება ინფიცირებლ თანამშრომელს, მას მობინადრეებთან შეხება არ ქონია, რადგან შვებულებაში იყო. მას როგორც ვიცი ქორწილთან ჰქონდა შეხება. თუმცა 2 კვირაა თავშესაფარში არ ყოფილა,"- განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×