რეზონანსი
14.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს.

როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას განაცხადა, ვირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში არსებული ვითარება საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.

„ვირუსის გავრცელების მხრივ, ქვეყანაში სასურველი შედეგები არ ფიქსირდება, მაგრამ ეს მონაცემები საგანგაშო ნამდვილად არ არის. ეს მონაცემები მიანიშნებს, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ. იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, ყველას ძალიან გაგვიჭირდება, ამიტომ ყველა ადამიანს ვთხოვ, დაიცვას რეგულაციები",- განაცხადა ენდელაძემ.კითხვაზე, რა შემთხვევაში, შესაძლოა, გამოცხადდეს საქართველოში კარანტინი, ენდელაძე გვპასუხობს:

„ამჟამად საქართველოში კარანტინი ვერ გამოცხადდება, რადგან ამას მართლა ვეღარ გავუძლებთ. ჩაკეტვას სჯობს, ჯარიმები გამკაცრდეს. იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი აღარ იქნა და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი კორონავირუსით დაინფიცირდა, მაშინ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამ ეტაპზე კარანტინის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ახლა ჩვენი მოვალეობა არის ვირუსის შეკავება",-განაცხადა ენდელაძემ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×