რეზონანსი
14.09.2020

თამარ გაბუნიას თქმით, ახლა ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „პალიტრანიუსის" ეთერში 1-ელ ოქტომბერს საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეპიდემია დინამიური პროცესია, ჩვენ გარანტირებულად გვქონდა იმის იმედი, რომ 15 სექტემბერს სწავლას საკლასო ოთახებში დავიწყებდით, ამიტომ ახლა ვერაფერს ვიტყვი.

ახლა ინფექციის კონტროლის ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ, ცოტა ხანი დავიცადოთ და ერთი კვირის თავზე შეიძლება უკეთესი პასუხი გვქონდეს იმაზე, თუ რა მოხდება პირველ ოქტომბერს, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×